შიოგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიოგრენის სინდრომი – შემაერთებელი ქსოვილის ავტოიმუნური სისტემური დაზიანება. დამახასიათებელია პათოლოგიურ პროცესში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, უმთავრესად სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების ჩართვა და ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობა. დაავადების წარმოშობაში გარკვეული როლი ენიჭება ვირუსულ ინფექციასა და Read More …

შარკო – მარი – ტუტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკო  – მარი – ტუტის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დეგენერაციით. ერთ შემთხვევაში დაავადება უკავშირდება მათი მიელინური გარსების წარმოქმნის დარღვევას (დემიელინიზირებადი, ანუ ჰიპერტროფული ვარიანტი), სხვა შემთხვევებში ზიანდება Read More …

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში, რომელიც დაკავშირებულია ზოგიერთ ინტოქსიკაციასთან (ქრონიკული ალკოჰოლიზმი), მეტაბოლურ დარღვევებთან შაქრიანი დიაბეტის დროს, არარაციონალურ კვებასთან ცილების და ლიპოტროპული უკმარისობის ფონზე, ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი), აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან (მაგალითად კორტიკოსტეროიდები).  სიმპტომები. კლინიკურ Read More …

ქრონიკული ჰეპატიტი

ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს  მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის Read More …

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი Read More …

ქორიოდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოდიტი – (ანატ. choriodea – თვალის საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი) თვალის სიხლძარღვოვანი გარსის ანთება. პროცესში ერთვება თვალის ბადურა. ქორიოდიტის განვითარებაში გარკვეული როლი ენიჭება ინფექციას – ტუბერკულოზური, ტოქსოპლაზმური, სტრეპტო –  და სტაფილოკოკური, ვირუსული, სიფილისური, Read More …

ფრიდრიხის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრიდრიხის სინდრომი  – (H. Friedrich, გერმ. ქირურგი)ლავიწის ძვლის  მკერდისმიერი ბოლოს ასეპტიკური სუბქონდრული ნეკროზი. ხშირია მოზარდებში; დაავადების ეტიოლოგიასა და პათოგენეზში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ქრონიკულ მიკროტრავმას; კლინიკურად აღინიშნება ზომიერი მტკივნეული შეშუპება მკერდ – ლავიწის Read More …

ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის – )  –  ვითარდება მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ხშირად 50 – 55 და 5 – 10 წლის ასაკში. 15 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში თავის ტვინის ავთვისებიანი Read More …

სომატური მუტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური მუტაცია – სხეულის უჯრედებში წარმოქმნილი მუტაცია, რომელიც იწვევს ორგანიზმის მოზაიკურიბას, ე. ი. ორგანიზმში ქრომოსომთა რაოდენობით ან გენებით განსხვავებული უჯრედების , ქსოვილების ან ნაწილების წარმოქმნას. სომატური მუტაცია თავისი ბუნებით არ განსხვავდება სასქესო Read More …

სიმსუქნე

სიმსუქნე – ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება. შეიძლება აღენიშნებოდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმის, ჭარბი კვების დროს. ძირითადი როლი ენიჭება მეტაბოლიზმის მოშლას ნეიროენდოკრინული დარღვევების გამო. არ გამოირიცხება ცნს – ის, განსაკუთრებით კი ჰიპოთალამური მიდამოს როლი. ამ პათოლოგიის განვითარებაში შეიძლება Read More …