Tag Archives: ეპიდემიური
ფთიზიატრია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფთიზიატრია – (ბერძ. phthisis – დასუსტება, დაუძლურება, გამოფიტვა და iatreia – მკურნალობა) კლინიკური მედიცინის დარგი რომელიც შეისწავლის ეპიდემიური ტუბერკულოზის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, შეიმუშავებს მისი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს; როგორც დამოუკიდებელი დარგი გამოყოფილია შინაგანი დაავადებების კლინიკიდან. მჭიდროდაა დაკავშირებული პულმონოლოგიასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები
სპენსერის დაავადება
სპენსერის დაავადება – ზამთრის ღებინების დაავადება, ნაწლავთა გრიპი, ეპიდემიური დიარეა, ეპიდემიური ფაღარათი, – მწვავე ინფექციური დაავადება, ალბათ ვირუსული ეტიოლოგიის, მიდრეკილი ეპიდემიური გავრცელებისადმი, ძირითადად ზამთარ – გაზაფხულის პერიოდში. ახასიათებს გასტროენტერიტის მოვლენათა მძაფრი განვითარება, ღებინებით და წყლიანი განავლის დიდი რაოდენობით, და ასევე ძლიერი სისუსტით და ხშირად ფარინგიტის ნიშნებით. სინონიმი: ჰანოვერის დაავადება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი
სასუნთქი გზების მწვავე კატარი
სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი