საკვერცხე

საკვერცხე – 1. (ovarium)  ქალის სასქესო ჯირკვალი, ასრულებს გენერაციულ და ენდოკრინულ ფუნქციებს, შედგება ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ქალის სასქესო ჯირკვალი (ჩვეულებრივ წყვილი), რომელშიც წარმოიქმნება და მწიფდება კვერცხუჯრედი; Read More …

ბადისებრი ზონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადისებრი ზონა – (zona reticularis ლათ.rete – ბადე) თირ­კმელზედა ჯირკვლის ქერქის შიგნითა ზონა, რომელშიც ეპითელური ჭიმები (ბაგირაკები) იტოტებიან და გადაიწვნებიან ურთიერთშორის ფაშარ ბადედ, გამოიმუშავებენ ჰორმონებს – ანდროგენებს, მცირე რაოდენობით ესტროგენებსა და პროჟესტერონს. Read More …