Tag Archives: ეტიოლოგიის

ჰიპერტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტენზიული სინდრომი – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც განპირობებულია ქალაშიდა წნევის სტაბილური ან პროგრესირებადი მომატებით; მის განვითარებას განაპირობებს სიმსივნეები, აბსცესები, თავის ტვინის პარაზიტული დაავადებები, ქალა – ტვინის ტრავმული დაზიანებები, თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპებები, ასევე დაავადებები, რომლებიც იწვევენ თავის ტვინის პარკუჭოვანი სისტემიდან სითხის გამოდინების დარღვევას, ან მის პროდუქციასა და რეზორბციას

Read More

წითელი სირსველი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წითელი სირსველი  – გაურკვეველი ეტიოლოგიის პირის ღრუს ლორწოვანის დაავადება, მიმდინარე გამონაყრით – თეთრი ფერის კვანძები, რომლებიც ერთდებიან და ქმნიან დამახასიათებელ სურათს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარკოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს დაავადება – გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი –  უცნობი ეტიოლოგიის ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება. ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინის მამოძრავებელი ნეირონების დაზიანება, ქერქ – ზურგტვინისა და ქერქ – ბირთვთა ბოჭკოების დეგენერაცია. გამოვლინდება კიდურთა და თავის კუნთების ცენტრალური და პერიფერიული დამბლების (პარეზების) შერწყმით და ასევე სამწვერა, ენის მამოძრავებელ,

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More