Tag Archives: ვითარდებიან

წყლული სხივური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლული სხივური – (სინ.: რენტგენული წყლული) კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც წარმოიქმნება იონიზირებადი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. წყლულის წარმოქმნას ჩვეულებრივ წინა უსწრებს ქავილი, ჰიპერემია, წვის შეგრძნება კანის დასხივებულ უბანზე. როგორც წესი, სხივური წყლულები ვითარდებიან დუნედ მიმდინარე რადიოეპიდერმიტის და რადიოეპითელიიტის ფონზე. დამახასიათებელია ტორპიდული მიმდინარეობა, პროგრესირება. სიმპტომატიკა განისაზღვრება წყლულის

Read More

სტერჯ – ვებერის დაავადება

სტერჯ – ვებერის დაავადება – ხასიათდება ანგიომატოზური ლაქების არსებობით სამწვერა ნერვის ტოტების ინერვაციის მიდამოში და ეპილეფსიური შეტევებით. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენა, ჰემიპარეზი პიგმეტური ლაქის მოპირდაპირე მხარეზე, ჰემიანოფსია. ზოგ შემთხვევებში ფსიქიკა შენარჩუნებულია და ბავშვები ნორმალურად ვითარდებიან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი