Tag Archives: ზოგადად

რელევანტობა (შესაფერისობა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რელევანტობა (შესაფერისობა) – (ინტ.) relevance  ზოგადად: მიღებული შედეგის სასურველ შედეგთან შესაფერისობის ზომა. საძიებო სისტემის ტერმინებში – ძიების შედეგების შესაბამისობა მოთხოვნაში დასმულ ამოცანასთან. პორტალის ან ვებ – საიტის შემთხვევაში – ანონსირებული შინაარსის შესაფერისობა საკუთრივ შინაარსთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პროგრამა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროგრამა – (ინტ.) program ზოგადად: მოქმედებათა (ოპერაციათა) მიმდევრობა,რომელიც შემოთავაზებულია კონკრეტული შედეგის მიღწევის მიზნით. კომპიუტერში – ბრძანებათა თანამიმდევრობა, რომელთა შესრულება ამ პროგრამის გაშვების შემდეგ იწყება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეხსიერება – 1. (ფსიქოლოგია)წარსული გამოცდილების ორგანიზაციისა და შენახვის პროცესები, რომელიც შესაძლებელს ხდის მის განმეორებით გამოყენებას საქმიანობაში, ან აბრუნებს ცნობიერების სფეროში. მეხსიერება აკავშირებს სუბიექტის წარსულს მის აწყმოსთან და მომავალთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან შემეცნებით ფუნქციას, რომელიც საფუძვლად უდევს განვითარებასა და სწავლებას. 2. (ინტ.)memory – ზოგადად: ობიექტის უნარი, შეინახოს ინფორმაცია;

Read More

ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა – (კანისა და ვენ. დაავ.) სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიის, მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადება. უხშირესად ვლინდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. არც თუ იშვიათად წარმოადგენს სიმპტომატურ დაავადებას, როგორც გრიპის, რევმატიზმის, ანგინის, კუჭ – ნაწლავის დაავადებების გამოვლინებას. სიმპტომები. მტევნების ზურგზე, წინამხრებზე, ტერფებზე, სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუში, ტუჩებზე ჩნდება მოცისფრო

Read More

დისტანციური შეღწევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისტანციური შეღწევა – (ინტ.) remote access მომხმარებლის კომპიუტერიდან მნიშვნელოვან მანძილზე დაშორებულ კომპიუტერში შეღწევა ინფორმაციის მიღების მიზნით, კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით. (მნიშვნელოვანად ითვლება მანძილი, რომელიც მოითხოვს ქსელური პლატის ან მოდემის გამოყენებას მონაცემთა თანმიმდევრობით გადასაცემად). ზოგადად: სააბონენტო სისტემების ლოკალურ ქსელებთან ურთიერთქმედების ტექნოლოგია, ტერიტორიული საკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით. გაფრთხილება!

Read More