ამავროტიული იდიოტია

 ამავროტიული იდიოტია ამავროტიული იდიოტია არის  მემკვიდრული დაავადებების  ჯგუფი, რომელიც  განპირობებულია თავის ტვინსა და შინაგან ორგანოებში უჯრედშიდა ლიპიდური ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევებით. დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომია ინტელექტის პროგრესირებადი და მხედველობის თანდათანობითი კარგვა (მხედველობის ნერვის ატროფიის  გამო).