ორსულობის მე-11 კვირა
ორსულობის მე-11 კვირა – ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირას ბავშვის წონა 7 გრამს შეადგენს. მართალია, იგი ზომით ქლიავს არ აღემატება, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულია. ხელები მალე დაიწყებს მოძრაობას, ღრძილებს კი სადაცაა სარძევე კბილები დაემჩნევა. ცოტა უცნაური გარეგნული იერი აქვს: ხელები ფეხებზე გრძელია. ეს პერიოდი იმითაც ხასიათდება, რომ პატარას უკვე შეუძლია თავის მაღლა აწევა, ნიკაპი გამოიყოფა მკერდისგან,