Tag Archives: თესლი

სპერმიუმის თავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმიუმის თავი – (caput spermii ბერძნ.sperma, spermatos  –  თესლი) სპერმატოზოიდის წინა ნაწილი, შეიცავს უჯრედის ბირთვს, გარშემოვლებულია ციტოპლაზმის ვიწრო ქობით, რომელშიც ბირ­თვის წინ აკროსომაა. თავი გარედან დაფარულია ციტოლემით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

სპერმატოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგონიები – (spermatogonia ბერძნ.sperma  –  თესლი და gonos  –  დაბადება)  –  სათესლის სპერმატოგენული ეპითელიუმის კამბიური  უჯრედები, რომელთაგან სპერმატოგენეზის პროცესში პირველი და მეორე რიგის სპერმატოციტებისა და სპერმატიდების სტადიებით ვითარდება მომწიფებული მამრობითი სასქესო  უჯრედები  –  სპერმატოზოიდები. არჩევენ პირველად (დიდ) და მეორად (მცირე) სპერმატოგონიებს. ისინი შეიცავენ ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებს და

Read More

სპერმატოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგენეზი – (spermatogenesis ბერძნ.sperma  –  თესლი და genesis  –  განვითარება) სპერმატოგონიებიდან მამრობითი სასქესო  უჯრედების განვითარების პროცესი. მიმდინარეობს სათესლეს კლაკნილ­ მილაკების მთელ სიგრძეზე ტალღისებურად. სპერამტოგენეზის მიმდი­ნარეობაში არჩევენ ოთხ პერიოდს: 1. გამრავლების; 2. ზრდის; 3. მომწიფებისა და 4. ჩამოყალიბების. ამ პერიოდების შესაბამის უჯრე­დულ ფორმებს ეწოდება: 1. შპერმატოგონიები; 2. პირველი

Read More

სპერმატიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატიდები – (spermatidia ბერძნ. sperma  –  თესლი და eidos  –  მსგავსი) განვითარებადი მამრობითი სასქესო  უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან პრესპერმატიდებისაგან მომწიფების შედეგად. ჩამოყალიბების პერიოდის გავლის შემდგე სპერმატიდები შემდგომი გაყოფის გარეშე გადაიქცევა მომწიფებულ მამრობით სასქესო უჯრედებად  –  სპერმატოზოიდებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More