Tag Archives: თირკმელების

რენოგრაფია რადიოიზოტოპური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენოგრაფია რადიოიზოტოპური – (ლათ. Ren თირკმელი + grapho წერა, გამოსახვა) თირკმელების ფუნქციის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს რადიაქტიური ნივთიერების შემცველობის უწყვეტ გრაფიკულ რეგისტრაციაში ცალკ – ცალკე, თითოეულ თირკმელში, მისი ინტრავენურად შეყვანის შემდეგ. რადიაქტიული ნივთიერებად გამოყენებულია რადიოფარმაცევტული პრეპარატები; მათი გამოყოფის  სიჩქარე  წარმოდგენას გვაძლევს ასევე საშარდე გზების მდგომარეობაზე. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

პოსტჰეპატიტური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტჰეპატიტური სინდრომი – (პოსტჰეპატიტური ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე პოსტჰეპატიტური) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნარჩენი მსუბუქი ჰიპერბილირუბინემიით, სისხლში უპირატესად არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მომატებით, რაც ვლინდება ავადმყოფთა ნაწილში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე (ჩვეულებრივ ვირუსული) ჰეპატიტი, ღვიძლის სხვა ფუნქციონალური და მორფოლოგიური ცვლილებების ნიშნების გარეშე. ზოგჯერ ავადმყოფებს აღენიშნებათ საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მსუბუქი დისპეფსური

Read More