[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘თირკმელკენჭოვანი დაავადება’

თირკმელკენჭოვანი დაავადება

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

თირკმელკენჭოვანითირკმელკენჭოვანი დაავადება დაკავშირებულია თირკმელებში, ზედა ფიალებსა და მენჯში კონკრემენტების წარმოქმნასთან, რაც იწვევს სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებებს თირკმელებსა და საშარდე გზებში.

თირკმელკენჭოვანი დაავადება ეტიოლოგია, პათოგენეზი. კენჭების წარმოქმნის მექანიზმი თირკმელებში საკმარისად შესწავლილი არ არის. გარკვეულ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად ამინომჟავებისა. შარდის კენჭების წარმოქმნის  მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფექცია და თირკმელების და საშარდე გზების უროდინამიკური ფუნქციის დარღვევები. ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოშლა შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპერპარათირეოზით, ზოგიერთი ენდოკრინოპათიით, ძვლების დაზიანებით, D ჰიპერვიტამინოზით, ტუტეებისა და კალციუმის მარილების ხანგრძლივი მიღებით, ანუ თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების ჭარბი გამოყოფით.

Read the rest of this entry »

vaka