Tag Archives: თირკმელ

სენჰაუზ – კირკსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენჰაუზ – კირკსის სინდრომი – (Senhouse;  Kirkes)შოკური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევის შედეგად, ან მათი ტოქსიკურ – ალერგიული დაზიანებით; ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით, კრუნჩხვებით, ჰიპოტონიით, ტაქიკარდიით, აკროციანოზით,  ჰიპოთერმიით, ნარჩენი აზოტის მომატებით სისხლში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი

Read More