Tag Archives: თირკმლის

ნეფროფაგოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეფროფაგოციტები – (nephrophagocyti ბერძნ.nephros – თირკმელი, phago – ვშთანთქავ და cytos – უჯრედი) ჰისტიოციტები სახელწოდება ასახავს ჰისტოციტების უნარს, დააგროვოს ციტოპლაზმაში ცვლის პროდუქტები ქსოვილოვანი სითხიდან და ამით გაწმინდოს ორგანიზმის შიგა გარემო თირკმლის მოქმედების მსგავსად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ნეფროსცინტიგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეფროსცინტიგრაფია – რადიონუკლიდური გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ თირკმელების მდებარეობა, ფორმა, ზომები, დავადგინოთ მათი კეროვანი დაზიანება; ასევე საშუალებას იძლევა შევაფასოთ თითოეული თირკმლის ფუნქციონირებადი პარენქიმის რაოდენობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა