სპერმატოცელე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოცელე – სათესლის ან მისი დანამატის ცისტა, რომელიც შეიცავს სითხეს სპერმატოციტებისა და სპერმატოზოიდების შენარევით. შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ჩვეულებრივ სპერმატოცელე ნელა იზრდება და არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. აუცილებლობისას ატარებენ ოპერაციულ მკურნალობას. Read More …