ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოქსანთომა ელასტიკური – (pseudoxanthoma elaticum; ბერძ. Pseudes ცრუ + ქსანთომა; სინ.: ბალზერის ელასტიკური ქსანთომა, გუტმანის ელასტიკური ნევუსი)დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს ელასტიკური ქსოვილის მემკვიდრეობითი დისტროფია; ვლინდება მოყვითალო ფერის პაპულოზურ – ატროფიული კერებით, ლოკალიზებული კანზე და ლორწოვან გარსებზე. ელასტიკური ფსევდოქსანთომის დროს პათოლოგიური პროცესი ხშირად ღებულობს სისტემურ ხასიათს და ვრცელდება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოკოკციდიოზი – კანისა და კანქვეშა უჯრედისის იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია პიოკოკური და სოკოვანი (საფუარისმაგვარი და ქსლისებრი სოკოები) ფლორით; კლინიკურად მსგავსია კოკქციდიოდური მიკოზის ქრონიკული ფორმისა. დაზიანების კერები წარმოდგენილია ანთებითი ინფილტრატებისა და კვანძების სახით, რომლებიც იხსნება და წარმოქმნის ნაწიბურებს; კერები ლოკალიზებულია იღლიისქვეშა არეში, დუნდულოებზე, შორისის რეში. გაფრთხილება! ბმულები:
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოშაი – მოლარეტის სინდრომი – კატის ნაკაწრის დაავადება. კეთილთვისებიანი ვირუსული ლიმფადენიტი კანის დაზიანების შედეგად. ხშირია კატის ნაკაწრის შემდეგ. წარმოადგენს შემავალი ინფექციის კარს. ადგილი აქვს რეგიონულ ლიმფადენიტს (უპირატესად იღლიისქვეშ ფოსოში და საზარდულის მიდამოში), ლიმფური კვანძების დაჩირქებას და ფისტულის გაჩენას, ციებას, მოთენთილობას, წონაში დაკლებას, შესაძლოა მაკულოპაპულოზური გამონაყარიც. გამოყოფენ ექტოპიურ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოქს – ფორდაისის დაავადება – (G. H. Fox, ამერ. დერმატოლოგი; J. A. Fordyce. ამერ. დერმატოლოგი) კანის იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია საოფლე ჯირკვლების ფუნქციის მოშლით. კლინიკური სურათი ხასიათდება იღლიისქვეშა ფოსოების კანის სიმეტრიული დაზიანებით, ხშირად დვრილებისა და სასქესო ორგანოების, იშვიათად – ჭიპის, ბოქვენის, შორისის, ბარძაყის შიგნითა ზედაპირის არეში,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაქიბოტრიოტოქსიკოზი – სოკოვანი ინტოქსიკაცია, რომელიც მიმდინარეობს კეთილთვისებიანად რინიტის, კატარალური ანგინისა და ზედაპირული ტოქსიდერმიის მოვლენებით. პათოლოგიური პროცესის განვითარება განპირობებულია სოკოს ტოქსიური ნივთიერებით – სტაქიბოტრიოტოქსინით, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი და ზოგადი მოქმედება. დაავადება ადამიანებში ვლინდება დერმატიტის, კატარალური ანგინის, რინიტისა და კონიუნქტივიტის სახით. კანის დაზიანება აღინიშნება კანზე, იღლიისქვეშა და მუხლქვეშა არეში,