Tag Archives: კანი

ვაზოვეზიკულიტი

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოვეზიკულიტი – სათესლე ბუშტუკების და თესლგამომტანი სადინრის ანთება.ჩვეულებრივად ასეთი ანთება ვითარდება პროსტატიტთან ერთდროულად,იწვევს ტემპერატურის მომატებას და ტკივილებს შორისში,საზარდულში და სათესლე პარკის კანში.თესლგამომტანი სადინრების გამოკვლევისას აღინიშნება მათი გამკვრივება და მტკივნეულობა.მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები.

არეოლა

განმარტებითი ლექსიკონი არეოლა – 1.მომრგვალო ფორმის მოყავისფრო  ან ვარდისფერი უბანი,რომელიც ძუძუს დვრილს გარს აკრავს.2.თვალის ფერადი გარსის ნაწილი,რომელიც თვალის გუგას ირგვლივაა განლაგებული.3.კანის მცირე პიგმენტირებული უბანი.

ალგიდური

განმარტებითი ლექსიკონი ალგიდური – ცივი;ეს ტერმინი ჩვეულებრივად გამოიყენება  ცივი კანის აღსაწერად,რომელიც აღინიშნება მალარიის ზოგიერთი ფორმის დროს.  

ალგეზიმეტრი

განმარტებითი ლექსიკონი ალგეზიმეტრი –  მოწყობილობა კანის სხვადასხვა გამაღიზიანებლის (განსაკუთრებით ტკივილის) მიმართ მგრძნობელობის ზღრუბლის დადგენისთვის .

ასოს ოლეოგრანულომა

სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი ასოს ოლეოგრანულომა – ასოს კანის და კანქვეშა ქსოვილის არასპეციფიკური ქრონიკული ანთება, რომელიც ვითარდება ზეთოვანი ხსნარების (ვაზელინის ზეთი, გლიცერინი, კამფორა) შეყვანის ადგილზე. ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.

Read More