კბილების მწკრივის დეფექტები

კბილების მწკრივის დეფექტები არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე კბილების მწკრივის დეფექტები – კბილთა რკალის მთლიანობის დარღვევა ერთი ან რამდენიმე კბილის არარსებობით. წარმოიქმნება კბილების დაკარგვით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია გართულებული კარიესით, პაროდონტის დაავადებებით, ტრავმით. შესაძლებელია თანდაყოლილი ადონტია ან ცალკეული კბილის ამოჭრის შეფერხება.