ქსანთომა

ქსანთომა – 1. xanhtoma (ბერძნ. Xanhtos ყვითელი,  – oma სიმსივნე)  მოყვითალო ფერის კვანძოვანი სიმსივნე, რომელიც შედგება ლიპოიდების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისაგან; ვითარდება კანში, ხშირად თვალის ქუთუთოში. 2.   კანსა და ზოგიერთ ქსოვილში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის კეროვანი ჩალაგება; გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის  პროცესების მოშლით. Read More …

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). Read More …

ფავრ – რაკუშოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფავრ – რაკუშოს დაავადება – (M. J. Favre, ფრანგ. დერმატოლოგი; J. Racouchot, ფრანგი დერმატოლოგი; სინ.: კანის ელასტოიდოზი ცისტებითა და კომედომებით, კანის კვანძოვანი ელასტოიდოზი) კანის ელასტიკური ბოჭკოების  დისტროფიული ცვლილებები ხანშიშესულ მამაკაცებში, რასაც თან Read More …

ტრუელ – ჟიუნეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრუელ – ჟიუნეს სინდრომი  – (N. A. Troell, შვედი ექიმი; R. M. Junet, შვეიცარელი თერაპევტი)კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება აკრომეგალიით, ტოქსიკური ჩიყვით (ჩვეულებრივ კვანძოვანი), თავის ქალას თაღის ძვლების დიფუზური ჰიპეროსტოზით და ნახშირწყლოვანი ცვლის Read More …

ტრიქობაზალიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქობაზალიომა – (trichobasalioma; ლათ. Thrix თმა + ბაზალიომა) თმის ფოლიკულის და მისი ემბრიონალური ჩანასახის  ეპითელური სიმსივნე. კლინიკური სურათი ხასიათდება შუბლის კანზე, თავის თმიან ნაწილზე და კანის სხვა უბნებზე ერთეული, იშვიათად მრავლობითი, მრგვალი Read More …

სტრუმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრუმა – (ლათ. Struma შეშუპება, შესიება) ტერმინი, რომელიც გამოიყენება ენდოკრინული ჯირკვლების და ზოგიერთი პარენქიმული ორგანოს სიმსივნისმაგვარი და სიმსივნური დიფუზური ან კვანძოვანი ზრდის აღსანიშნავად. ყველაზე უფრო ხშირად სტრუმას უწოდებდნენ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, რომელიც Read More …

რუბრომიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუბრომიკოზი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადება, რომლის გამომწვევია წითელი ტრიქოფიტონ – ის სოკოები. დაზიანებამ შესაძლოა მოიცვას ფეხის და ხელის ფრჩხილები, აგრეთვე სხეულის, კიდურების, სახის კანი. სიმპტომები. ფეხის და ხელისგულებზე კანი მცირეოდენ Read More …

პოსადას დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსადას დაავადება – კალიფორნიის ცხელება, უდაბნოს რევმატიზმი, კოკციდიომიკოზი, სოკოვანი წარმოშობის სასუნთქი ორგანოების დაავადება. კლინიკურად წააგავს კავერნოზულ ტუბერკულოზს, ახასიათებს რა სისხლიანი ხველება და კვანძოვანი ერითემა. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პროცესის გენერალიზაციას მენინგეალური მოვლენებით. Read More …

ნეიმანის აფთოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიმანის აფთოზი – (I. Neumann, ავსტრიელი დერმატოლოგი) უცნობი ეტიოლოგიის აფთოზური სტომატიტისა და ვულვიტის შერწყმა, მძიმე ზოგადი მდგომარეობის ფონზე, რომელიც ზოგჯერ მიმდინარეობს პოლიმორფული ან კვანძოვანი ერითემით, პოლიართრიტით, კონიუნქტივიტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ნაფხანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაფხანი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადებას თან სდევს გამონაყრის გაჩენა და ქავილი. განასხვავებენ კვანძოვან და გებრის ნაფხანს. კვანძოვანი ნაფხანი ხშირად უვითარდებათ 25 – 50 წლის ასაკის ქალებს. ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. Read More …