Tag Archives: კვერცხუჯრედის

სრული ტოტალური არათანაბარი დაყოფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სრული ტოტალური არათანაბარი დაყოფა – (fissio in toto inae­qualis)   მიმდინარეობს ყვითრით ძლიერ გადაუტვირთავი ტელოლეცი­ტური კვერცხუჯრედის ისეთი ბლასტომერების წარმოქმნით, რომლე­ბიც მთლიანად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ განსხვავ­დებიან ზომებით (უფრო წვრილი ბლასტომერები განლაგებულია ანიმა­ლურ ნაწილში, ხოლო უფრო მსხვილი  –  ვეგეტატიურში, სადაც ყვითრი მეტია). ჩანასახის ანიმალური და ვეგეტატიური ნაწილების დაყოფა მიმდინარეობს

Read More

საშვილოსნოს მილები

საშვილოსნოს მილები – (tubae uteri, salpinx; სინ.: ფალოპის მილები, კვერცხსავალები) წყვილი მილოვანი ორგანო, რომლებიც ახორციელებენ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდების ტრანსპორტირების ფუნქციას, ქმნიან კეთილსაიმედო გარემოს განაყოფიერების პროცესისათვის, კვერცხუჯრედის განვითარებისათვის ორსულობის ადრეულ ვადებში და ჩანასახის გადადგილებისათვის საშვილოსნოში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი