Tag Archives: კიდეების

მეზაქსონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზაქსონი – (mesaxon ბერძნ.mesos – შუა და axon – ღერძი) შვანის უჯრედის ღარის საპირისპირო კიდეების ციტოპლაზმური მემბრანის შეხების დროს წარმოქმნილი ორმაგი მემბრანა – დუბლიკატურა, რო­მელშიც აქსონი ჩადის. შვანის უჯრედის შემდგომი ბრუნვა აქსონის გარშემო იწვევს ამ წყვილი მემბრანული სტრუქტურის დაგრძელებას კონცენტრული შრეებრიობის წარმოქმნით, რომელიც ნერვული ბოჭ­კოს მიელინური გარსია.

Read More

მარსუპიალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარსუპიალიზაცია – (ლათ. Marsupium ჩანთა, ტომარა)მუცლის, გულმკერდის ღრუს ორგანოების ცისტების ოპერაციული მკურნალობის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს ცისტების გახსნაში, შიგთავსის ამოღებაში და მისი კედლის კიდეების ცირკულარულ გაკერვაში. ნაჩვენებია დაჩირქებული გიგანტური, განსაკუთრებით თხელკედლიანი ცისტების დროს, ასევე იმ შემთხვევებში, თუკი ისინი შეეზარდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს და რომელთა ამოკვეთა ან რეზექცია შეუძლებელია.

Read More