Tag Archives: კისერზე

პროფესიონალური ეგზემა

პროფესიონალური ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ვითარდება სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ (ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური) კანის სენსიბილიზაციის შედეგად. უპირატესად ლოკალიზებულია მტევნების უკანა ზედაპირებზე, წინამხრებზე, სახეზე და კისერზე. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით გამოირჩევა ნაკლებად გამოხატული პოლიმორფიზმით, გამწვავებების არარსებობითა და შესაბამისი გამაღიზიანებლის მოცილების შემდეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პინელის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პინელის ნიშანი – (Ph. Pinel, ფრან. ექიმი) მკვეთრი ტკივილი გულმკერდსა და მუცლის ზედა ნახევარში, კისერზე, ცდომილი ნერვის მიდამოში უმნიშვნელო პალპაციის დროს; აღინიშნება ფილტვების აქტიური ტუბერკულოზის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა