ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო საძიებო ქვესისტემა3 – Rambler counter.rambler.ru/top100/Health – რუსეთისა და სნგ – ს ქვეყნების საძიებო სისტემა. შეიცავს მილიონობით დოკუმენტს 15000საიტზე მეტს. გაჩნია მოთხოვნათა განვითრებული ენა, და რეზულტატების მიღების მოქნილი ფორმა. საიტების ნებაყოფლობითი რეიტინგს დასწრების მიხედვით, კლასიფიკაციის გათვალისწინებით. სისტემა ამუშავებს 1 მილიონ ჰიტს დღეში, შეიცავს 5000 – ზე მეტ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაგანგლიომა – (paraganglioma; ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ganglion ნერვული კვანძი + – oma სიმსივნე; სინ.: ქემოდექტომა) სიმსივნე, რომელიც წარმოშობილია პარაგანგლიების უჯრედებიდან. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით პარაგანგლიომები ჩართულია აპუდომების ჯგუფში, რომლებიც მიეკუთვნებიან რბილი ქსოვილების სიმსივნეებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნომენკლატურა და კლასიფიკაცია დაავადებების – დაავადებების სახელწოდებების ჩამონათვალი, რომელიც მიღებულია მედიცინის მეცნიერების მიერ მისი განვითარების მოცემულ ეტაპზე, და დაავადებების დაჯგუფება გარკვეული პრინციპით. ცნებები ,,ნომენკლატურა” და ,,კლასიფიკაცია” ერთი და იგივეს არ ნიშნავს. დაავადებების ნომენკლატურა წარმოადგენს დაავადებების ან მდგომარეობების საყოველთაოდ მიღებული სახელწოდებების ფართო ჩამონათვალს, ანუ კატალოგს, რომლებსაც ექიმები იყენებენ