ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის შემდგომი პარამეტრიტი – ინფექციის გავრცელების (სტაფილო – , სტრეპტოკოკები, ეშერიხიები და სხვ.) შედეგი ლიმფოგენურად მშობიარობის შემდგომი წყლულიდან ან ინფიცირებული საშვილოსნოდან. პარამეტრიუმის უჯრედისში ინფექციის გამომწვევის შეღწევას ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის და საშოს ზედა მესამედის დაზიანება. ანთებითი სეკრეტი სწრაფად მკვრივდება, რაც დაზიანებულ ქსოვილებს აძლევს დამახასიათებელ კონსისტენციას. სიმპტომები, მიმდინარეობა.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის შემდგომი მენჯისმიერი პერიტონიტი (პელვიოპერიტონიტი) – ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები, იშვიათად გონოკოკი. ინფექცია ძირითადად ვრცელდება ლიმფოგენურად საშვილოსნოდან. არაიშვიათად წარმოადგენს სალპინგოოფორიტის გართულებას. პერიტონეუმის დაზიანება იწვევს სეროზული ან ჩირქოვანი ექსუდატის წარმოქმნას. პროცესი შემოიფარგლება მენჯის მიდამოთი. სიმპტომები, მიმდინარეობა. ვითარდება მშობიარობიდან 1 – 2 კვირაზე. იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, აღინიშნება