Tag Archives: კონსისტენციის

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More

ტრიქობაზალიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქობაზალიომა – (trichobasalioma; ლათ. Thrix თმა + ბაზალიომა) თმის ფოლიკულის და მისი ემბრიონალური ჩანასახის  ეპითელური სიმსივნე. კლინიკური სურათი ხასიათდება შუბლის კანზე, თავის თმიან ნაწილზე და კანის სხვა უბნებზე ერთეული, იშვიათად მრავლობითი, მრგვალი ფორმის, მკვრივი კონსისტენციის კვანძოვანი ელემენტების წარმოქმნით, რომლებსაც აქვთ მოყავისფერო შეფერილობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More