დიუპრეს მიფომანია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუპრეს მიფომანია – (Е. Dupre, ფრან. ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი) მიდრეკილება ტყუილებისადმი, საკუთარი არაჩვეულებრივი თავგადასავლების, დამსახურებების, ტიტულების, წოდებების  შესახებ თხრობით; ამასთან სუბიექტის ცნობიერებაში იშლება ზღვარი რეალურ ფაქტებსა და გამოგონებებს შორის; დიუპრეს მიხედვით წარმოადგენს Read More …

აბსტინენცია სქესობრივი

აბსტინენცია სქესობრივი – (abstinentia sexualis; სინ.: სქესობრივი დეპრივაცია, სქესობრივი თავშეკავება) სქესობრივი აქტიურობის იძულებითი ან შეგნებული დაქვეითება ინდივიდუალური მოთხოვნილების (კონსტიტუციურ – ასაკობრივი) ქვევით.

აბიოტროფია

აბიოტროფია – (abiotrofia; ბერძ. a – უარყოფის ნაწილაკი, bios – სიცოცხლე და trofe – კვება) ორგანიზმის სისტემის ან ორგანოს დაქვეითებული ცხოველუნარიანობა. აბიოტროფიას განიხილავენ როგორც ფარულ კონსტიტუციურ ანომალიას; ხასიათდება ორგანოების ფუნქციურ – ადაპტაციური შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითებით.