Tag Archives: კორტიკოსტეროიდების

ჰიპოკორტიციზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოკორტიციზმი – კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის სინდრომი, რომელიც ხასიათდება სხეულის მასის დაქვეითებით, კანის საფარველის, ლორწოვანი გარსების ჰიპერპიგმენტაციით, წყალ – მარილოვანი ცვლის დარღვევითა და დამცველობით – შემგუებლობითი რეაქციების დარღვევებით, ფაღარათით, 17 – კეტოსტეროიდების ექსკრეციის დაქვეითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსევდო – ადისონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდო – ადისონის სინდრომი – ინტრარენალური ანდროგენული ინტოქსიკაცია, ადრენოგენიტური სინდრომი მარილების დაკარგვით, თირკმელზედა ჯირკვლების პარადოქსული უკმარისობა, ფსევდოპილოროსტენოზი, აღინიშნება დეჰიდრატაცია, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი. ჰიპერკალიემია, ნატრიუმის მომატებულიგამოყოფა შარდთან. არის მემკვიდრეობითი დაავადება, გადაცემის აუტოსომურ – რეცესიული ტიპით და გაპირობებულია კორტიკოსტეროიდების ბიოსინთეზის დარღვევით. სინონიმები: დებრე – ფიბიგერის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება!

Read More

პულს – თერაპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პულს – თერაპია – დარტყმითი თერაპია კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

დებრე – ფიბიგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დებრე – ფიბიგერის სინდრომი – ინტერრენალური ანდროგენული ინტოქსიკაცია, თირკმელზედა ჯირკვლის პარადოქსული უკმარისობა, ფსევდოპილოროსტენოზი. ადრენოგენიტალური სინდრომი მარილების დაკარგვით. აღინიშნება დეჰიდრატაცია, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერკალიემია, ნატრიუმის მომატებული გამოყოფა შარდთან. განეკუთვნება მემკვიდრეობით დაავადებათა რიცხვს, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული წესით და გაპირობებულია კორტიკოსტეროიდების ბიოსინთეზის დარღვევით. სინონიმები: ფსევდოადისონის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება!

Read More

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (კორტიკოტროპინი) – ადამიანისა და ცხოველის ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონი. ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ზრდას და მასში ჰორმონების – კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას. ორგანიზმის დამცველობითი ძალების მობილიზაციისას ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების სინთეზი ძლიერდება. (1) ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (adrenocorticotropic hormone) – ცილოვანი ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება, ჰიპოფიზის წინა წილის ბაზოფილური უჯრედებში და ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი ნივთიერების ფუნქციას. (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო

Read More