ჰიპონატრიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპონატრიემია – სისხლის შრატში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება. მიზეზები – ნატრიუმის არასაკმარისი შესვლა ორგანიზმში საკვებთან ერთად, მისი გაძლიერებული გამოყოფა ორგნიზმიდან, ორგანიზმში წყლის მომატებული შესვლა, ჰიპოკორტიციზმი და სხვ. გამოვლინებები უპირატესად ნევროლოგიურია, თავის ტინის უჯრედების Read More …

ჰიპოკალიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: მისი არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ძირითადი გამოვლინება – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. Read More …

გალაქტოზემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გალაქტოზემია – (ბავშვებში) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გალაქტოზის გლუკოზად გარდაქმნის პროცესის ბლოკირება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ორგანიზმში გალაქტოზა განიცდის ფოსფორილირებას, ამასთან წარმოიქმნება გალაქტოზო – 1 – ფოსფატი; დაავადების დროს მემკვიდრეობითი დეფექტის გამო მისი Read More …

ადამს – მორგან – სტოქსის სინდრომი

ლალი დათეშიძე ადამს – მორგან – სტოქსის სინდრომი – ცნობიერების მოულოდნელი დაკარგვა, რასაც თან სდევს კრუნჩხვები, ღებინება, სიფერმკრთალე. შემდეგ ციანოზი, სუნთქვის დარღვევა, შეტევის დროს წნევა არ ისაზღვრება და ჩვეულებრივ გულის ტონები არ ისმის. აღინიშნება გულის რიტმის და გამტარებლობის დარღვევის ზოგიერთი Read More …

აგლიკოგენოზი

აგლიკოგენოზი – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია გლიკოგენის სინთეზზე პასუხისმგებელი ფერმენტის ურიდინ – დიფოსფატ – გლუკოზო – გლიკოგენტრანსფერაზის უკმარისობით. კლინიკური სურათი ხასიათდება ხშირი, მკვეთრი ჰიპოგლიკემიებით; სისხლში შაქრის შემცველობა ეცემა 7 – 12% – მდე. ჰიპოგლიკემიური კრუნჩხვები განსაკუთრებით ხშირია დილაობით.