Tag Archives: კუნთოვანი

პრადერ – ვილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრადერ – ვილის სინდრომი – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება სიცოცხლის პირველ წლებში ზრდაში ჩამორჩენით, გონებრივი ჩამორჩენით, სასქესო ჯირკველების განუვითარებლობით, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებით, გასუქებით. დამახასიათებელია მრგვალი სახე, ნუშისებრი თვალები, დაბალი შუბლი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პერიოდული ძილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდული ძილის სინდრომი – (სინ. ლეთარგიული სინდრომი) პერიოდულად განვითარებული ძილის შეტევები, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე ან კვირამდე, რომელის შეწყვეტაც ვერ ხერხდება გარე ზემოქმედებით; თან ახლავს კუნთოვანი ჰიპოტონია, მყესთა არეფლექსია, არტერიული ჰიპოტენზია, მენჯის ორგანოების ფუნქციაზე კონტროლის არარსებობა; აღინიშნება შუამდებარე ტვინის დაზიანების დროს, განსაკუთრებით ჰიპოთალამუსის. გაფრთხილება! ბმულები:

Read More