Tag Archives: კუჭის

ჰისტამინური სინჯი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტამინური სინჯი – კუჭის მჟავაწარმოქმნის ფუნქციის გამოკვლევის მეთოდი. გამოიყენება ჭეშმარიტი აქლორჰიდრიის განსასაზღვრავად; ამავე დროს შესაძლოა გამოყენებული იქნას კუჭის ჯირკვლების ფუნქციონალური მდგომარეობის შესასწავლად ჯანმრთელ ადამიანში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოქლორჰიდრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოქლორჰიდრია – (hypochlorhydria; ბერძ. Hypo –  + ფრანგ. Hypochlorhydrique მარილმჟავა; სინ.: hypaciditas) კუჭის წვენში მარილმჟავას დაქვეითებული შემცველობა, რაც განპირობებულია კუჭის ჯირკვლოვანი აპარატის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოაციდულობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოაციდულობა – კუჭის ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მასში მარილმჟავის დაქვეითებული წარმოქმნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპერქილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქილია – მარილმჟავასა და ფერმენტების ჭარბი რაოდენობით გამოყოფა. ხშირად აღინიშნება კუჭის სეკრეციის რეგულაციის დარღვევებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

წყლულოვანი დაავადება

წყლულოვანი დაავადება – კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავისა, კრიუველიეს დაავადება, ადამიანის ქრონიკული ციკლურად მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს წყლულების გაჩენა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. 1829 ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულად გამოყო ფრანგმა ექიმმა ჟ. კრიუველიემ. დაავადების განვითარების საყოველთაოდ აღიარებული თეორია არ არსებობ. მისი გახშირების ტენდენციას უკავშირებენ ურბანიზაციის პროცესს, ნერვულ – ფსიქიკურ დაძაბვას, უარყოფით ემოციებს, სტრესს, ქრონ. ინტოქსიკაციას

Read More