Tag Archives: კუჭ

ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები – ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ერთ  –  ერთი ვიტამინის იზოლირებული შეფარდებითი ან სრული უკმარისობა. ჰიპოვიტამინოზებისა და პოლიავიტამინოზებისა პათოგენეზში საჭიროა გავითვალისწინოთ ზოგიერთი ვიტამინების ურთიერთზეგავლენა, მათ სინერგიზმი და ანტაგონიზმი. კლინიკური სურათი პოლიმორფულია, მაგრამ ძირითადად ვლინდება იმ ვიტამინების უკმარისობის სიმპტომებით, რომელთა ორგანიზმში შესვლა და უტილიზაცია

Read More

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

წყლულის პენეტრაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლულის პენეტრაცია – (ლათ. penetratio – შეღწევა) წყლულის შეღწევა კუჭის ან თორმეტჯოგა ნაწლავის კედლის ფარგლებს გარეთ გარემომცველ ორგანოებში (კუჭქვეშა ჯირკვალი, სანაღვლე გზები და სხვ.). ვლინდება ტკივილით ფერდქვეშა არეში, რომელიც ღებულობს მუდმივ ინტენსიურ ხასიათს, ირადირდებს ამა თუ იმ მიდამოში; აღინიშნება ცხელება, მუცლის კედლის კუნთების დაჭიმულობა, ლოკალური მტკივნეულობა პალპაციისას,

Read More

წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი ნაწლავი – 1. ნაწლავის ნაწილი კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. წვრილ ნაწლავში საბოლოოდ გადამუშავდება საკვები ნაღვლის, ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ზემოქმედებით, ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. ადამიანში განასხვავებენ 12 – გოჯა, მლივ და თეძოს ნაწლავს. 2. საჭმლის მომნელებელი მილის – ნაწლავების შუა მონაკვეთი, პილორუსიდან ბრმა ნაწლავამდე.

Read More