განმარტებითი ლექსიკონი ალეიკემიური – ეს ტერმინი გამოიყენება ალეიკემიის აღწერისთვის.ალეიკემია -დაავადებაა,რომლის დროსაც სისხლში არასაკრარისი რაოდენობითაა ლეიკოციტები.ეს მდგომარეობა ჩვეულებრივად ვითარდება იმ მდგომარეობის შემდეგ,როდესაც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა,რაც დამახასიათებულია ლეიკემიისთვის.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უმარცვლო ლეიკოციტი – (agranulocytus – აგრანულოციტი ბერძნ. a – უარყოფა, granulum – მარცვალი და cytos – უჯრედი) – სახესხვაობაა ლეიკოციტებისა, რომლებიც ციტოპლაზმაში არ შეიცავს მარცვლებს და ბირთვი არ არის დასეგმენტებული. იხ.ლიმფოციტები, მონოციტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარცვლოვანი ლეიკოციტი – (granulocytus – გრანულოციტი granulum – მარცვალი და cytos – უჯრედი) სისხლის უჯრედი, ციტოპლაზმაში შეიცავს სამი სახის სპეციფიკურ მარცვლოვანებას (ეოზინოფილურს, ბაზოფილურს, ნეიტროფილურს), დამახასიათებელს შესაბამისი მარცვლოვანი ლეიკოციტებისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ახალგაზრდა ნეიტროფილური გრანულოციტი – (granulocytus neutrophilus juvenilis) დიდი ლობიოსებრი ბირთვის მქონე ნეიტროფილური ლეიკოციტი; ყველა ნეიტროფილური გრანულოციტების 0,05 % – ს შეადგენს. კლინიკაში აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა სისხლწარმოქმნის პროცესის შესაფასებლად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.