Tag Archives: მაიონებელი

რადიაციული ობიექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიაციული ობიექტი – საწარმოო, საცდელ – საკვლევი, სამედიცინო ან ნებისმიერი სხვა დანიშნულების ობიექტი, დანადგარი, მოწყობილობა ან ხელსაწყო, რომელიც აწარმოებს ან იყენებს რადიაქტიურ ნივთიერებებს და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებს, ან ორიენტირებულია რადიაქტიური ნარჩენების მართვაზე – შეგროვებაზე, შენახვაზე, გადამუშავებაზე, ტრანსპორტირებასა და დამარხვაზე; (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ).

Read More

რადიაციული დაცვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიაციული დაცვა – ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი, აგრეთვე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს საკანონმდებლო – ნორმატიული უზრუნველყოფა, რაც მიმართულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე მაიონებელი გამოსხივებისაგან მოსახლეობისა და მომავალი თაობების დაცვისაკენ; (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More