როფეოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როფეოციტოზი – (ropheocytosis ბერძნ.ropheo  –  ვსრუტავ და cytos  –  უჯრედი) უჯრედის მიერ გარემოდან სუბმიკროსკოპული ნაწილაკებისა და მაკრომოლეკულების შთანთქმის პროცესი. ეს მიმდინარეობს ციტოლემაზე მიკრული ნაწილაკების ჩართვის ნაკეცების სიღრმეში, რაც დაკავშირებულია მემბრანის გადიდების მოვლენასთან. Read More …

ლიზოსომები

ლიზოსომები – (lysosoma ბერძნ.lysis  –  გახსნა და soma, somatos  –  სხეული) უჯრედის სპეციალიზირებული ციტოპლაზმური სტრუქტურები, რომლებიც შეიცავენ ჰიდროლიზურ ფერმენტებს მაღალი კონცენტრაციით; ლიზოსომების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბიოლოგიური მაკრომოლეკულების დაშლა.(2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი