ჰისტიოციტომა

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიოციტომა – სიმსივნე, რომლის შემადგენლობაში შედის უცხო ნივთიერებების და ბაქტერიების შთანთქმის უნარის მქონე მაკროფაგები და ჰისტიოციტები. .

ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

ეპიდერმისის შიგამაკროფაგი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმისის შიგამაკროფაგი – (macrophagocytus intere­pidermalis) კანის ეპიდერმისის ეპიდერმული მაკროფაგი ვარსკვლა­ვისებრი უჯრედია. ლოკალიზდება კანის ეპიდერმისის წვეტიან შრეში, არა აქვს ტონოფიბრილები და აქ ქმნის დესმოსომებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა Read More …

ალვეოლური მაკროფაგი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ალვეოლური მაკროფაგი – (macrophagocytus alveolaris) ფილტვების ალვეოლთაშორისი ტიხარის შემაერთებელი ქსოვილიდან ალვეოლაში შეღწეული უჯრედი, ძვლის ტვინის წარმონაქმნი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი Read More …