ოქრონოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოქრონოზი – 1. (ochronosis; ბერძ. Ochros ყვითელი + nosos დაავადება) ხრტილოვანი ქსოვილის, იოგების, მყესების, ფასციების, ტვინის მაგარი გარსისა და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების დაზიანება, რომელიც ხასიათდება მათი პათოლოგიური პიგმენტაციით, ტკივილის სინდრომითა და ალკაპტონურიით. Read More …

დისციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისციტი – მალთაშუა დისკების ანთებითი დაზიანება, რომელიც ვრცელდება მალების სხეულებზე. ხშირად უვითარდებათ ბავშვებს; ვლინდება ტკივილით ზურგში, მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური მტკივნეულობით, ცხელებით, სისხლში ანთებისათვის დამახასიათებელი ცვლილებებით. ადრეული დიაგნოსტირება შესაძლებელია მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით Read More …

დისკოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისკოტომია – (ბერძ. Diskos წრე, დისკი + tome გაკვეთა) მალთაშუა დისკის გაკვეთის ქირურგიული ოპერაცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დისკოზი

დისკოზი დისკოზი – დეგენერაციულ – დისტროფიული პროცესი მალთაშუა დისკში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს. დისკოზის განვითარებას ხელს უწყობენ განმეორებითი ტრავმები, ჭარბი სტატიკური ან დინამიკური დატვირთვა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა. მალთაშუა დისკო თანდათანობით შრება, კარგავს ამორტიზაციას და ხდება უფრო მგრძნობიარე მექანიკური დატვირთვის მიმართ. დისკოს პერიფერიაზე არსებული Read More …

დისკოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისკოგრაფია – (ბერძ. Diskos წრე, დისკი + grapho წერა, გამოსახვა; სინ.: ნუკლეოგრაფია) მალთაშუა დისკების კონტრასტული რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა