ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენილური ფსიქოზები – წარმოიქმნება მოხუცებულობით ასაკში; მათ მიეკუთვნება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა, გვიანი დეპრესიები და პარანოიდები. მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა ხასიათდება ფსიქიკური მოქმედების განუხრელი გაღარიბებითა და მოშლით. ფსიქიკური მოქმედების შესუსტება ხდება ფიზიოლოგიური დაბერების დროსაც, მაგრამ მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა – ეს არის ამ პროცესის არა რაოდენობრივი გაძლიერება, არამედ პათოლოგიური მოვლენა. ასეთი ავადმყოფები შეადგენენ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპტოქიაზმური არაქნოიდიტი – (ლათ. [nervus] opticus მხედველობის ნერვი + ბერძ. Chiasmos ჯვრისებრი განლაგება) თავის ტვინის ქსლისებრი და სისხლძარღვოვანი გარსის და ტვინის ნივთიერების განაპირა ზონების დიფუზური, ქვემწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესი, ტვინის ბაზალურ ცისტერნებში, მხედველობის ჯვარედინში და მხედველობის ნერვებში უპირატესი მორფოლოგიური ცვლილებებით. მხედველობის ჯვარედინისა და მხედველობის ნერვების დაზიანება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიგრენული ნევრალგია – საფეთქელ – ორბიტალური მიდამოს მკვეთრი ტკივილების პაროქსიზმები, რომლებიც მეორდება დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ. ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის. სიმპტომები, მიმდინარეობა. პროდრომული სიმპტომები არ აღინიშნება. აღინიშნება ცალმხრივი ტკივილის შეტევები ირადიაციით ყბაში, ყურში და კისერში, რომელიც წარმოიქმნება უეცრად და ასევე უეცრად გაივლის. ტკივილს თან ახლავს ცრემლდენა, რინორეა,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მალაკოპლაკია – (malacoplakia; ბერძ. Malakos რბილი + plax ფირფიტა)იშვიათი დაავადება, შარდის ბუშტის უპირატესი დაზიანებით. აღწერილია ექსტრავეზიკულური ფორმებიც. დაავადება ხასიათდება სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის, მოყვითალო ფერის, ბრტყელი ბალთების გაჩენით; ასეთი წარმონაქმნები ხშირად ლაგდება ლორწოვან გარსებზე, შედარებით იშვიათად თირკმელების, სათესლეების, წინამდებარე ჯირკვლის ინტერსტიციულ ქსოვილში. ქალები ავადდებიან ორჯერ უფრო ხშირად