Tag Archives: მაობლიტირებელი

მარტორელ – ფაბრეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარტორელ – ფაბრეს სინდრომი – პულსის დაკარგვის სინდრომი. ხასიათდება აორტის და მსხვილ სისხლძაღვთაკედლის ანთებით და დისტროფიული ცვლილებებით, სტენოზირებით, შიდა არტერიული თრომბების ჩამოყალიბებით, ორგანოთა იშემიით. ზემო კიდურებზე პულსი არ ისინჯება, ქვემო კიდურებზე კი კარგადაა გამოხატული. ეტიოლოგიურ ფაქტორად ასახელებენ ათაშანგს, არტერიოსკლეროზს, ტუბერკულოზს, რევმატიზმს. არ არის გამორიცხული დაავადების კოლაგენოზური ხასიათი.

Read More

მაობლიტირებელი დაზიანებები კიდურის სისხლძარღვების

მაობლიტირებელი დაზიანებები კიდურის სისხლძარღვების – (ლათ. Obliterare გადაშლა, განადგურება; სინ.: კიდურის სისხლძარღვების ოკლუზიური დაზიანება)კიდურების სისხლისა და ლიმფური ძარღვების დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან მათი სანათურის შევიწროებით სრულ ობლიტერაციამდე (ოკლუზია) და მიმდინარეობენ კიდურებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სხვადასხვა ხარისხის მოშლით. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ სამ ჯგუფს: კიდურების არტერიების მაობლიტირებელი დაზიანებები; კიდურების ვენების მაობლიტირებელი დაზიანებები; კიდურების ლიმფური ძარღვების მაობლიტირებელი

Read More