Tag Archives: მარყუჟებს

მამაკაცის სათესლის ინტერსტიციული ენდოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მამაკაცის სათესლის ინტერსტიციული ენდოკრინოციტი – (endocrinocytus interstitialis ბერძნ.endon – შიგნით, crinein – გამოყოფა და cytos – უჯრედი) სათესლის მომრგვალო ან მრავალკუთხა ფორმის მსხვილი უჯრედი, გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო ჰორმონს – ტესტოსტერინს, ლოკალიზდება სათესლის კლაკნილი მილაკების მარყუჟებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

აბსცესი ღვიძლქვეშა

აბსცესი ღვიძლქვეშა – (abscessus subhepaticus) აბსცესი, რომელიც ლოკალიზებულია მუცლის ღრუში ღვიძლის ქვედა ზედაპირსა და ნაწლავის მარყუჟებს შორის; ვითარდება შემოფარგლული ჩირქოვანი პერიტონიტის შედეგად.

აბსცესი ნაწლავთშორისი

აბსცესი ნაწლავთშორისი – (abscessus interintestinalis) ნაწლავის მარყუჟებს შორის ლოკალიზებული აბსცესი; წარმოიქმნება შემოფარგლული ჩირქოვანი პერიტონიტის დროს.

English English Georgian Georgian