Tag Archives: მასის

პიკნოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოზი – (pycnosis ბერძნ.pycnosis – გამკვრივება) უჯრედის დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა. ამ დროს აღინიშნება უჯრედის ბირთვის ზომის შემცირება, მისი გამკვრივება, შეჭმუხნა და ქრომატინის ჰომოგენური მასის ინტენსიური შეღებვა (ჰიპერქრომატოზი) ქრომატინის შემდგომი დაშლით წვრილ ბელტებად, რომლებიც გაიწოვებიან. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ბირთვის ნივთიერების კოლოიდების გამკვრივება წყლის დაკარგვასთან დაკავშირებით.

Read More

პიკვიკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკვიკის სინდრომი – 1. ზოგადი ჭარბი სიმსუქნის დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფილტვისმიერი გულის ქრონიკული თორაკულ – დიაფრაგმული ვარიანტი. კლინიკური ნიშნებია: III – IV ხარისხის სიმსუქნე, დღისით ძილი, ღამით უძილობა (ავადმყოფი თვლემს ჭამის, საუბრის, ჯდომის, ფეხზე დგომის დროს), ციანოზი, სუნთქვის გახშირება, ქოშინი, იშვიათად კრუნჩხვები, ეკგ – ზე მარჯვენაგრამა. პროგნოზი

Read More