მასკულინიზაცია
მასკულინიზაცია
მასკულინიზაცია (ლათ. masculinus – მამაკაცის) მამაკაცური თვისებების გაძლიერებაა. ძირითადად ამ ტერმინით მამაკაცის მასკულინიზაციას გამოხატავენ, რაც შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური. ფიზიოლოგიური მასკულინიზაციის მაგალითს წარმოადგენს სასქესო ასოს კავერნოზული სხეულების გადიდება, დამახასიათებელი თმიანობა სახეზე, ბოქვენის მიდამოში, რაც ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. >>>>
ანდროგენების ჰიპერპროდუქციამ შესაძლებელია პათოლოგიური მასკულინიზაციაც განაპირობოს და გამოვლინდეს ნაადრევი სქესობრივი მომწიფების სინდრომით. ფიზიოლოგიურ მასკულინიზაციას თან ახლავს ლიბიდოს ფორმირება, სპონტანური და ადექვატური ერექცია, პოლუციები და ეროტიული სიზმრები. >>>>