Tag Archives: მდგომარეობს

ქსოვილოვანი შეუთავსებლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი შეუთავსებლობა – 1. (იმუნოლოგიური) გენეტიკურად განპირობებული ანტიგენური განსხვავება, რომელიც იწვევს ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციას. ქსოვილოვანი შეუთავსებლობის გადალახვა დონორის შერჩევით, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებით და სხვ. საფუძვლად უდევს ორგანოების და ქსოვილების წარმატებულ გადანერგვას. 2.  მოვლენა, რომელიც განპირობებულია თითოეული არსების გენეტიკური თავისებურებით და მდგომარეობს ორგანოს ან ქსოვილის მოცილებაში, რომელიც

Read More

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები

Read More

ქრონიკული კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება, ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციური და პარაზიტული ბუნების დაზიანებისას, აგრეთვე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. (იხ.). ზოგჯერ დაზიანება შეიძლება შემოიფარგლოს მსხვილი ნაწლავის გარკვეული უბნებით (სიგმოიდიტი, პროქტიტი). ქრონიკული კოლიტი ხშირად ერევათ ნაწლავების ფუნქციონალურ დარღვევებში (მაგალითად ჩვეულებრივი შეკრულობები). მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების ერთერთი მიზეზია ინტოქსიკაცია,

Read More

ქრომოსომის დუპლიკაცია

ქრომოსომის დუპლიკაცია – (duplicatio chromosomatis ლათ. duplex  –  ორმაგი)   სახესხვაობა ქრომოსომული აბერაციის ქრომო­სომების სტრუქტურული ცვლილებების მუტაგენური ფაქტორების ზეგავლენით, რაც მდგომარეობს ქრომოსომის რომელიმე სეგმენტის გაორმაგებაში. თუ ქრომოსომაში უბნის გაორმაგება მოხდა მისი გადანაცვლებით მეორე ქრომოსომიდან (უფრო ხშირად ჰომოლო­გიურად), ასეთ დუპლიკაციას გადანაცვლებითს უწოდებენ. არჩევენ აგრეთვე გამეორებათა დუპლიკაციას, როდესაც დუპლიცირებული სეგმენტი ლოკალიზდება ქრომოსომაში საწყისი ქრომოსომის გვერდით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ

Read More