[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘მდე’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წყლულის პერფორაცია – კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურის სწრაფად წარმოქმნილი კავშირი თავისუფალ მუცლის ღრუში; წყლულების დაახლოებით 10% რთულდება პერფორაციით. სიმპტომები, მიმდინარეობა. პერფორაციამდე 3 – 4 დღით ადრე ავადმყოფებს აღენიშნებათ წყლულოვანი დაავადების მკვეთრი გამწვავება, დათვალიერებისას – კუნთების დაჭიმულობა და ლოკალური პერკუტორული მტკივნეულობა წყლულის არეში. შემდეგში უეცრად (ხშირად ფიზიკური დაძაბვის დროს) ვლინდება მკვეთრი ,,ხანჯლისებური” ტკივილი ეპიგასტრიუმში, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელს მუცელში. ტკივილი მკვეთრად ძლიერდება მოძრაობის დროს. დაავადების საწყის სტადიაში შესაძლებელია ერთჯერადი რეფლექტორული ხასიათის ღებინება; ავადმყოფს აქვს იძულებითი მდებარეობა – მუცელთან ფეხების მიტანით; სახეს აქვს დატანჯული, შეშინებული გამომეტყველება; ენა მშრალია, ნადებითაა დაფარული. მუცელი მკვეთრად დაჭიმულია (,,ფიცრისებური”), მტკივნეულია, მკვეთრად დადებითია პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები. ღვიძლის მოყრუება არ აღინიშნება, გამოხატულია ტაქიკარდია. გამოყოფენ დაავადების 3 სტადიას: რეფლექტორული (6 საათამდე), მოჩვენებითი კარგად ყოფნის (6  –  12 საათი) და პერიტონიტის პროგრესირების (12 საათზე მეტხანს). მოჩვენებითი კარგად ყოფნის სტადიაში ტკივილის სინდრომის ინტენსივობა რამდენადმე მცირდება, უმჯობესდება ავადმყოფის მდგომარეობა, მუცელი რბილდება და ნაკლებ მტკივნეულია, თუმცა პერიტონიტი პროგრესირებს, ავადმყოფის მდგომარეობა თანდათანობით უარესდება. დიაგნოსტიკისას ითვალისწინებენ წყლულოვან ანამნეზს (80 – 90%), ,,ფიცრისებურ” მუცელს, ტაქიკარდიას ნორმალური ტემპერატურის დროს. მკურნალობა ოპერაციულია; ოპერაციამდე ტარდება პრემედიკაცია ანტიბიოტიკებით. კუჭის წყლულის პერფორაციის ტარდება მისი რეზექცია. პროფილაქტიკა: წყლულოვანი დაავადების დროული მკურნალობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

vaka