Tag Archives: მედიცინის

ჰიპოკრატე

ჰიპოკრატე – ძველი ბერძენი ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი, მატერიალისტი. ჰიპოკრატეს ნაშრომებში, რომელიც საფუძველი გახდა კლინიკური მედიცინის შემდგომი განვითარებისა, ასახულია წარმოდგენა ორგანიზმის მთლიანობის შესახებ, ავადმყოფისა და მისი მკურნალობისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება, წარმოდგენა ანამნეზის შესახებ, სწავლება ეტიოლოგიაზე, პროგნოზზე, ტემპერამენტებზე და სხვ. მის სახელს უკავშირდება ექიმის ქცევის, ეთიკისა და მორალის შესახებ წარმოდგენები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Read More

შინაგანი დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შინაგანი დაავადებები – კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი ორგანოების დაავადებების განვითარებისა და გამოვლენის  მიზეზებსა და მექანიზმებს, შეიმუშავებს მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა (გარდა ქირურგიულისა და სხივურისა) და პროფილაქტიკის  მეთოდებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსიქიატრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიატრია – (ფსიქო… და iatreia  –  მკურნალობა), მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფსიქიკურ დაავადებათა გამოვლინებებს, მიმდინარეობას, წარმოშობის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფთიზიატრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფთიზიატრია – (ბერძ. phthisis – დასუსტება, დაუძლურება, გამოფიტვა და iatreia – მკურნალობა) კლინიკური მედიცინის დარგი რომელიც შეისწავლის ეპიდემიური ტუბერკულოზის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, შეიმუშავებს მისი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს; როგორც დამოუკიდებელი დარგი გამოყოფილია შინაგანი დაავადებების კლინიკიდან. მჭიდროდაა დაკავშირებული პულმონოლოგიასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

უწყვეტი სამედიცინო განათლება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უწყვეტი სამედიცინო განათლება – დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული მომზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ –

Read More

English English Georgian Georgian