Tag Archives: მემკვიდრეობით

გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). ტერმინი „გენოტიპი“ პირველად იხმარა (1909) იოჰანსენმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

ჰისტოლოგიური დეტერმინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვი­ლების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილო­ვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის თეორია ეხება ქსოვილების სპეციფიკურობას, რომლის თანახმადაც, ფილო და ონტოგენეზში მიმდინარეობს ქსოვილთა დეტერ­მინაციის ხარისხის მომატება, რის

Read More

ფერმენტოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერმენტოპათია – ენზიმოპათია, დაავადება, რომელსაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დეფექტი, განვითარებული ფერმენტული სისტემის დარღვევის შედეგად; განარჩევენ თანდაყოლილ (მემკვიდრეობით) და შეძენილ ფერმენტოპათიას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – (ლათ. cellula; ბერძნ. cytos) ცოცხალი ნივთიერების ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომე­ლიც შედგება ბირთვისა და ციტოპლაზმისაგან და ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების განვითარებისა და აგებულების საფუძ­ველია. უჯრედი ურთულესი, მთლიანი, თვითმარეგულირებელი და თვითწარმოქმნადი მიკროსკოპული ცოცხალი სისტემაა. ფიზიკურ – ქიმიური თვისებების მხრივ უჯრედი ჰეტეროგენური სისტემაა, რომელიც შედგება მემბრანული

Read More

ტერატოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერატოლოგია – (ტერატოლოგია (ბერძნ.teras, teratos  –  მახინჯი)   მეცნიერება, რომელიც სწავლობს თანდაყოფილი მანკის, სიმახინჯის წარმოქმნის მიზეზებსა და პათოგენეზს. ამ მეცნიერების კლინიკური ნაწილი შეისწავლის მანკის საფუძველზე განვითარებულ დაავადებათა მიმდინარეობას, დიაგნოზს, პროფილაქტიკასა და მკურნალობის მეთოდებს. უკანასკნელ წლებში პრობლემამ მიიღო უფრო სოციალური მნიშვნელობა, ვინაიდან ბავშვთა სიკვდილიანობასა და დაავადებაში წამყვანი ადგილი უკავია

Read More

English English Georgian Georgian