Tag Archives: მეორადი

პრაქსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრაქსისი – (ბერძ. Praxis საქმე, მოქმედება) დასწავლილი მოძრაობების შესრულების უნარი განსაზღვრული თანამიმდევრობით, რომელსაც მივყევართ დასახული მიზნისაკენ და რომელიც ორგანიზებულია ტვინის ქერქის რიგი პირველადი და მეორადი ზონების ურთიერთქმედებით, მემარჯვენეებში თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროთი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოსტჰიპოფიზექტომიის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტჰიპოფიზექტომიის სინდრომი – (ლათ. Post შემდეგ +hypophysis ჰიპოფიზი + ბერძ. Ektome გაკვეთა, ამოკვეთა) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ჰიპოფიზის ოპერაციული ან რადიოქირურგიული მოცილების შემდეგ. პოსტჰიპოფიზექტომიის სინდრომი განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონული ფუნქციის სრული ან თითქმის სრული გამოვარდნით და ხასიათდება აპიტუიტარიზმის ან ჰიპოპიტუიტარიზმის გამოვლინებებით. პოსტჰიპოფიზექტომიის სინდრომი მოიცავს უშაქრო დიაბეტის, მეორადი ჰიპოკორტიციზმის, ჰიპოთირეოზის

Read More