Tag Archives: მეტაპლაზმური

უჯრედის ორგანოიდები

უჯრედის ორგანოიდები – (organoida cellulae ბერძნ.organon – ორგანო და eidos – მსგავსი) – ციტოპლაზმის დიფერენცირებული უბნები, რომლებიც მუდმივადაა ყველა უჯრედში და რომლებსაც ახასიათებს გარკვეული აგებულება და ფუნქციები. ისინი უჯრედის თავისებური „ორგანოებია“. ზოგადი მნიშვნელობის ორგანოიდებია: 1. ენდოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა, რომლებიც ცილების სინთეზს უზრუნველყოფს; 2. მიტოქონდრიები – უჯრედის სუნთქვის ცენტრები და ენერგიის აკუმულატორები; 3. გოლჯის კომპლექსი

Read More

ტონოფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონოფიბრილები – (tonofibrillae ბერძნ. tonos  –  დაჭიმვა და ლათ. fibrilla  –  ბოჭკო)  უჯრედების სპეციალური ორგანოიდები მეტაპ­ლაზმური წარმონაქმნების ტიპისა, რომლებიც წარმოიქმნებიან ეპი­თელური  უჯრედების ციტოპლაზმის სპეციფიკური დიფერენცირების შედეგად. მათ აქვს 1 მკმ დიამეტრის წვრილი ძაფების სახე. ტონო­ფიბრილები შედგება 60 – 150 Ao დიამეტრის უწვრილესი კერატინული ბოჭოებისაგან, რომელთაც ეწოდება ტონოფილამენტები,

Read More

ნეიროფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროფიბრილები – (neurofibrillae ბერძნ.neuron – ნერვი და fibrilla – ბოჭკო) – ძაფისებრი მეტაპლაზმური წარმონაქმნები, ანუ სპეციალური ორგანოიდები, რომლებიც ნერვულ უჯრედთა ციტოპლაზმის დიფერენცირებული ნაწილებია. ისინი ხშირი ბადის სახით არიან ნეირონის სხეულში / პერიკარიონში / და ერთმანეთის პარალელურად ნერვულ უჯრედთა მორჩებში. ვლინდებიან ვერცხლის მარილებით იმპრეგნაციის მეშვეობით. შედგებიან სუბერთეულებისაგან, რომელთაც

Read More