Tag Archives: მექანიკური

სასის ნუშურების ჰიპერტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასის ნუშურების ჰიპერტროფია – 1. ხშირად შერწყმულია ადენოიდებთან. გვხვდება ბავშვთა ასაკში, როგორც ხახის ლიმფადენოიდური ქსოვილის ჰიპერტოფიის გამოვლინება. ასაკთან ერთად ჰიპერტროფული ნუშები შესაძლოა დაექვემდებარონ უკუგანვითარებას. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვლინდება სუნთქვის, მეტყველების, საკვების გადაყლაპვის გაძნელებით. მექანიკური წინააღმდეგობის გამო შესაძლებელია წარმოიქმნას რეფლექტორული ხველა ღამით, განსაკუთრებით ბავშვებში. ეს ბავშვები მძიმედ იტანენ

Read More

პროფესიონალური ეგზემა

პროფესიონალური ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ვითარდება სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ (ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური) კანის სენსიბილიზაციის შედეგად. უპირატესად ლოკალიზებულია მტევნების უკანა ზედაპირებზე, წინამხრებზე, სახეზე და კისერზე. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით გამოირჩევა ნაკლებად გამოხატული პოლიმორფიზმით, გამწვავებების არარსებობითა და შესაბამისი გამაღიზიანებლის მოცილების შემდეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი