ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოიდიტი – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, რომელიც შერწყმულია ბადურის ანთებასთან (ქორიორეტინიტი). ეტიოლოგია: ქრონიკული და მწვავე ინფექციური დაავადებები, თვალის ტრავმები, გართულებული ახლომხედველობა. პათოგენეზი: გამომწვევის ეგზოგენური (ტრავმის დროს) ან ენდოგენური შეღწევა ბადურის სისხლძარღვებში და შემდეგ კი სისხლძარღვოვან გარსში; გარკვეულ როლს ასრულებენ მიკრობთა ტოქსინები, ალერგია, იმუნოაგრესია. სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ციმციმი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის სარტყლის კანზე და თავის თმიანი ნაწილზე ჩნდება მცირე ზომის (დიამეტრით 3 – 5 მმ) არაანთებითი,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანერწყვე ჯირკვლების კიბო – ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ვითარდeბა ყბა – ყურა ჯირკვალში, იშვიათად ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში. სჭარბობს ციპინდრომები (ადენოკისტოზური კარცინომა), ადენოკარცინომა, იშვიათად ეპიდერმოიდული კარცინომები და ნაკლებდიფერენცირებული კიბო. ცილინდრომებს გააჩნიათ მკვრივი კაფსულა, იზრდებიან ნელა, ძნელად გადანაცვლდებიან, იწვევენ ძლიერ ტკივილს, მიმიკური მუსკულატურის დამბლას. ამ სიმსივნისათვის დამახასიათებელია ჰემატოგენური მეტასტაზირება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე სურდო ადრეული ასაკის ბავშვებში – ყოველთვის მიმდინარებს როგორც მწვავე რინოფარინგიტი. არაიშვიათად პროცესი ვრცელდება ხორხის, სასულეს, ბრონქების ლორწოვან გარსებზე და შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების ანთება. ბავშვებში რინოფარინგიტი წარმოადგენს ზოგად დაავადებას მკაფიო ადგილობრივი გამოვლინებით. ბავშვს ცხვირი გაჭედილი აქვს, ისე, რომ იგი ვერ სუთქავს, ვერ წოვს. ხშირად აღინიშნება ღებინება, ფაღარათი