Tag Archives: მკურნალობა

ვაზოვეზიკულიტი

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოვეზიკულიტი – სათესლე ბუშტუკების და თესლგამომტანი სადინრის ანთება.ჩვეულებრივად ასეთი ანთება ვითარდება პროსტატიტთან ერთდროულად,იწვევს ტემპერატურის მომატებას და ტკივილებს შორისში,საზარდულში და სათესლე პარკის კანში.თესლგამომტანი სადინრების გამოკვლევისას აღინიშნება მათი გამკვრივება და მტკივნეულობა.მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები.

აპიკექტომია

განმარტებითი ლექსიკონი აპიკექტომია – (სტომატოლოგიაში) კბილის ფესვის მწერვალის ქირურგიული ამოკვეთა.როგორც წესი,მას თან ახლავს კბილის ფესვის  ბოლოს დაბჟენა,მაგრამ ,თუ კბილის პულპის ფესვის არხის მკურნალობა შედეგს არ იძლევა და შეუძლებელია მისი გაგრძელება,ხდება ბჟენის გამოტანა.