ახალშობილთა ჰიალინურ – მემბრანული დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ახალშობილთა ჰიალინურ – მემბრანული დაავადება – ახალშობილთა, უპირატესად დღენაკლი ბავშვების ფილტვების არაინფექციური დაზიანება; ხასიათდება ჰიალინისმაგვარი ნივთიერების ჩალაგებით ალვეოლების შიგა ზედაპირზე. ბავშვები ჰიალინურ – მემბრანული დაავადებით შესაძლოა დაიბადნონ უმნიშვნელო პათოლოგიური მოვლენებით, თუმცა უკვე Read More …

აფექტური სინდრომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფექტური სინდრომები – პოლარული ემოციური დარღვევები – დეპრესიები და მანიები. დეპრესიული სინდრომი ხასიათდება ავადმყოფურად დაქვეითებული ხასიათით, უგუნებობით, რასაც ზოგჯერ თან ახლავს სიმძიმის გრძნობა გულმკერდის არეში, ინტელექტუალური და მოტორული დამუხრუჭება. დეპრესიის ბუნება სხვადასხვაა; Read More …

nail – patella სინდრომი

nail – patella სინდრომი – (ინგლ. nail ფრჩხილი; ლათ. patella კვირისტავი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ფრჩხილების, კვირისტავის არარსებობით ან განუვითარებლობით და ნეფრიტის მოვლენებით; გადაეცემა დომინანტური ტიპით.

აბორტი ინფიცირებული

აბორტი ინფიცირებული – თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მოხდეს საშოდან აღმავალი ინფექციის განვითარება (სტაფილოკოკი, ქლამიდიები, ეშერიხიები, სტრეპტოკოკი და სხვ.), ენდომეტირუმისა და სანაყოფო კვერცხის შემდომი ინიფიცირებით.